მე ვარ თამარა, ვარ 52 წლის. იტალიაში ვცხოვრობ უკვე 4 წელი და 5 თვეა. მაქვს ბაკალავრის ხარისხი. პროფესიით ვარ დაწყებითი სკოლის მასწავლებელი. მაქვს ბავშვებთან (5-6 თვიდან 6 წლამდე) მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. საქართველოში ბოლო 14 წელი ვიმუშავე კერძო საბავშვო ბაღში, სადაც მთლიანად დატვირთული ვიყავი ბავშვების მოვლით, სასწავლო და გასართობი აქტივობებით. ძალიან მიყვარს ბავშვები და ვიცი ყველაფერი, რაც მათ საჭიროებებს ეხება. ადვილად ვხვდები რა ჭირდებათ და რა აწუხებთ, რა უხარიათ და რა სწყინთ მათ. ასევე შემიძლია შევთავაზო ოჯახს, ბავშვებისთვის სასარგებლო კერძები ან მოვუმზადო, რაც მშობლებს სურთ. მოუთმენლად დაველოდები თქვენს უკუკავშირს.
Queste informazioni sono fornite dal membro; ti invitiamo a verificarle.
Da leggere: Buone pratiche per assumere